Logo

ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა

რეგიონები
91
Frontnews image description

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებსა და ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დინამიკა. იმსჯელეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ ხელვაჩაურს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც სატრანზიტო, ისე ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებით.

"ხელვაჩაურის წარმატება, განვითარება და გაძლიერება დამოკიდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის თითოეული თანამშრომლის შრომასა და პროფესიონალიზმზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოვლითი გზის პროექტის გაგრძელება, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დააკავშირებს. შუა დერეფნის განვითარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია.

პრაგმატული და სწორი პოლიტიკით ვახერხებთ მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას. ჩვენი მიზანია გაიზარდოს ტვირთბრუნვა, განვითარდეს მწვანე ენერგეტიკა, შეიქმნას ახალი ლოჯისტიკური ცენტრები და თანამედროვე ინფრასტრუქტურა. ამ პროცესში ხელვაჩაურს განსაკუთრებული როლი აკისრია როგორც ბიზნესისა და ინვესტიციების, ისე ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა. აუცილებელია მეტი სამუშაო ადგილის შექმნა მუნიციპალიტეტში, რათა ახალგაზრდებსა და ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა საკუთარი მომავალი საკუთარ ქვეყანას დაუკავშირონ“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები