
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძესთან ერთად, სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია და თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
"დღეს პროფესიული დღე მივულოცეთ სახელმწიფო სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს. სამსახურის ხელმძღვანელთან, გენერალ-ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძესთან ერთად, შევხვდით დარგის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მადლიერება მათი პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის. 32 წლის განმავლობაში სამსახური მნიშვნელოვნად გაძლიერდა და დღეს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. მინდა პროფესიული დღე განსაკუთრებით მივულოცო სამსახურის აჭარის სამმართველოს. ვუსურვო წარმატება, მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის სამსახურში კიდევ უფრო მეტი წინსვლა" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ღონისძიების ფარგლებში წარმატებული თანამშრომლები მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
თაგები:
ზურაბ პატარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს