Logo

ზურაბ პოლოლიკაშვილი - მითხრან, რა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩავიდინე, იმის გარკვევას ვცდილობ, რატომ გამოიწვიეს ჩემი კანდიდატურა

პოლიტიკა
3 საათის წინ / 23:53
133
Frontnews image description

მითხრან, რა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩავიდინე, ფაქტი თქვან. ეს არ იყო ჩემი მხარის არდაჭერა, ეს არის ჩემი კანდიდატურის გამოტანა, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ბევრი ვერსია დაასახელეს, რომელიც მის გაწვევას ეხებოდა, თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება.

"ეს არ იყო ჩემი მხარის არდაჭერა, ეს არის ჩემი კანდიდატურის გამოტანა. მე აღარანაირი შესაძლებლობა აღარ მაქვს, რომ მონაწილეობა მივიღო ამ არჩევნებში. პირველი მიზეზი დასახელდა ის, რომ ეს იყო ჩემთან შეთანხმებული და გუშინვე ვთქვი, რომ ეს იყო ტყუილი. არავის უთქვამს - მოდი, ზურა, გამოვიტანოთ შენი კანდიდატურა იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნისთვის ეს არის პრიორიტეტი. ამას მოჰყვა მეორე ტყუილი - თურმე, მესამე ვადით არჩევა იყო არადემოკრატიული. გენერალურმა ასამბლეამ 80 ქვეყანა 25-ის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ ჩემი მონაწილეობა და მესამე ვადით არჩევა იყო დემოკრატიული. ამის რეზოლუცია არსებობს. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს. 

მითხრან, რა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩავიდინე, ფაქტი თქვან. იმის გარკვევას ვცდილობ, რატომ გამოიწვიეს ჩემი კანდიდატურა", - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა "ფორმულას" ეთერში.

საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა.

Advertisement