
ავტორი
Front News საქართველო
2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა ქართული ჯარისა და საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცით, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
“ქართული ოცნების” პროპაგანდა ცალსახად შეიძლება შევაფასოთ, როგორც ანტიქართული და ანტიევროპული პროპაგანდა. სწორედ, აი ასეთი ანტიქართული ქმედებების გამო, იმ სიძულვილის და პოლარიზაციის გამო, რასაც “ქართული ოცნება” 12 წლის განმავლობაში აკეთებს, არის ჩვენი ქვეყანა იმ მდგომარეობაში რაშიც არის, როდესაც არის სიღარიბე, ხალხი გარბის ქვეყნიდან. “ქართული ოცნება” ცდილობს, აი, ამ პოლარიზაციით თვითონ შეინარჩუნოს ძალაუფლება. 2008 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა ქართული ჯარის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების წყალობით, უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებით და საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის სიმტკიცით”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი. ომის შემდეგ, 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა.
თაგები:
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს