
ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლებამ და ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს ყველაფერ იმის გამო, რასაც ქართულ საზოგადოებას უკეთებენ. ბოლო დღეებში ქართველი ხალხის აღშფოთება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ “ქართული ოცნება” და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა არის ფუნდამენტურად მიუღებელი ქართველი ხალხისთვის, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ამ არჩევნებს აუცილებლად წააგებს.
“ხელისუფლებამ და ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს ყველაფერ იმის გამო, რასაც ქართულ საზოგადოებას უკეთებენ. ბოლო დღეებში ქართველი ხალხის აღშფოთება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ “ქართული ოცნება” და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა არის ფუნდამენტურად მიუღებელი ქართველი ხალხისთვის. ისინი არჩევნებს ყველა შემთხვევაში წააგებენ, რა მეთოდს და ხერხსაც არ უნდა მიმართონ. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოხდეს საზოგადოების მობილიზება, ვიყოთ ერთიანები და ერთიანობით 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თაგები:
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს