
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” ამ არჩევნებს ჩაატარებს ტრადიციული მოსყიდვით, ძალადობით, დაშინებითა და მანიპულაციით. ეს არის მოლოდინი ჩვენს საზოგადოებაშიც და ჩვენს პარტნიორებშიც საზღვარგარეთ. მაგრამ ეს ყველაფერი “ქართულ ოცნებას” ვერ გადაარჩენს დამარცხებისგან, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების მიტაცების შემთხვევაში, აშშ-ისგან ივანიშვილის მისამართით მკვეთრი ნაბიჯები იქნება გადადგმული.
“ქართული ოცნება” ამ არჩევნებს ჩაატარებს ტრადიციული მოსყიდვით, ძალადობით, დაშინებითა და მანიპულაციით. ეს არის მოლოდინი ჩვენს საზოგადოებაშიც და ჩვენს პარტნიორებშიც საზღვარგარეთ. მაგრამ ეს ყველაფერი “ქართულ ოცნებას” ვერ გადაარჩენს დამარცხებისგან. თუ ივანიშვილი შეეცდება, ძალადობრივად მიიტაცოს ეს არჩევნები და შეეცადოს, დარჩეს ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ძალიან მკვეთრი ნაბიჯები იქნება გადადგმული შეერთებული შტატებიდან, მათ შორის, სანქციების კუთხითაც და ეს იქნება გარდაუვალი”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თაგები:
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს