Logo

ზურაბ ჭიაბერაშვილი – “ქართული ოცნების” პოლიტიკა სამწუხაროდ, იძულებულს ხდის ჩვენს მეგობრებს, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება

პოლიტიკა
313
Frontnews image description

ეს იზოლაცია უნდა გავარღვიოთ ერთიანობით და ერთიანობით უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. გამარჯვების მოპოვების შემდგომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, აღვადგენთ ყველა ასეთ შეწყვეტილ ფორმატს, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

 

“ქართული ოცნების” პოლიტიკა, სამწუხაროდ, იძულებულს ხდის ჩვენს მეგობრებს, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება და “ქართული ოცნების” გამო, საქართველო სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. ეს იზოლაცია უნდა გავარღვიოთ ერთიანობით და ერთიანობით უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. გამარჯვების მოპოვების შემდგომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, აღვადგენთ ყველა ასეთ შეწყვეტილ ფორმატს.

 

ყველა აღდგენილი ფორმატი და რაც მთავარია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რომელიც შეჩერებულია “ოცნების”  პოლიტიკის გამო, ბუნებრივია, ძალიან დიდ სარგებელს, დაცულობას, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას მოუტანს ქართველ ხალხს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა დანიამაც დაიწყო, შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი აქტივობები, მათ შორის, ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა, რომლის ბიუჯეტიც 71, 5 მილიონ კრონას შეადგენდა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები