
ავტორი
Front News საქართველო
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოთარ ფარცხალაძე არის შემოქმედი იმ პოლიტიკური საქმეებისა, რომლის გამოც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფარცხალაძე საქართველოში იქნება თუ რუსეთში, ის მაინც ივანიშვილის საქმეს ემსახურება.
“საერთაშორისო კრიმინალი, აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე არის ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრი და “ქართული ოცნების” კორუფციული კლანის ნაწილი, ამიტომ რუსეთში იქნება თუ საქართველოში, ის ყოველთვის ემსახურება ივანიშვილის ინტერესს და ივანიშვილს იმიტომ სურს საქართველოს იზოლირება ევროპისგან და ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომ სწორედ ასეთი კრიმინალური კლანის მეშვეობით მართოს საქართველო, რომელიც ღარიბდება ყოველდღიურად და საიდანაც ათასობით ადამიანი გარბის ქვეყნიდან. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოთარ ფარცხალაძე არის შემოქმედი იმ პოლიტიკური საქმეებისა, რომლის გამოც მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თბილისში იმყოფება.
თაგები:
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს