
ავტორი
Front News საქართველო
თუ ვინმეს აწყობს საქართველოში დაპირისპირება და არეულობა, თუ ვინმეს აწყობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ, ეს მხოლოდ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილია, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება თავიანთ კორუფციულ სქემებსა და მაფიოზურ მმართველობას იცავენ.
“თუ ვინმეს აწყობს საქართველოში დაპირისპირება და არეულობა, თუ ვინმეს აწყობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ, ეს მხოლოდ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილია. ისინი თავიანთ კორუფციულ სქემებსა და მაფიოზურ მმართველობას იცავენ. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან და ჩიხიდან და გავაგრძელოთ გზა ევროკავშირის წევრობისაკენ. არამხოლოდ წევრობა, რომელიც აუცილებლად იქნება, არამედ წევრობის გზაზე სიარულიც თითოეულ მოქალაქეს მოუტანს ძალიან დიდ სარგებელს”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თაგები:
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს