
ავტორი
Front News საქართველო
მაყურებელმა ალბათ, ნახა დებატები გუშინ ევროპარლამენტში და ნახა ისიც, რომ ყველა ძირითადი ფრაქცია ეს იქნება ევროპის სახალხო პარტია, სოციალ-დემოკრატები, ლიბერალები თუ კონსერვატორები, უკლებლივ ყველა აკეთებს ძალიან მკაფიო განცხადებას, რომ ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა
მისივე თქმით, რეზოლუციაში აღნიშნული იქნება, რომ თუ ივანიშვილი მიიტაცებს ამ არჩევნებს, მაშინ ეს იქნება გზა იზოლაციისკენ და საქართველო დაკარგავს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან.
“მაყურებელმა ალბათ, ნახა დებატები გუშინ ევროპარლამენტში და ნახა ისიც, რომ ყველა ძირითადი ფრაქცია ეს იქნება ევროპის სახალხო პარტია, სოციალ-დემოკრატები, ლიბერალები თუ კონსერვატორები უკლებლივ ყველა აკეთებს ძალიან მკაფიო განცხადებას, რომ ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით, თუ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს აირჩევს ევროპულ გზას. დებატებშიც ითქვა და რეზოლუციაშიც ვნახავთ, რომ თუ ივანიშვილი მიიტაცებს ამ არჩევნებს მაშინ ეს იქნება გზა იზოლაციისკენ და საქართველო დაკარგავს იმ სარგებელს, რას მას აქვს, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. ძალიან მკაფიო არჩევანი დგას ხალხის წინაშე. არავის არ უნდა, რომ ქართველმა ხალხმა უვიზო მიმოსვლა დაკარგოს, მაგრამ მოდით წარმოვიდგინოთ სცენარი, ივანიშვილი რჩება ხელისუფლებაში და საქართველო ხდება დაუცველი რუსული აგენტურისთვის. პროცედურა, რომელიც დადგება ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებში, საკმარისია უმრავლესობის წინადადება და სამწუხაროდ, ეს ასეც მოხდება თუ საქართველო აქტიური იქნა, როგორც საფრთხე ევროპისთვის და ივანიშვილს ზუსტად აქეთ მივყავართ“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა
თაგები:
ზურაბ ჭიაბერაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს