Logo

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სამართალი
217
Frontnews image description

ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

საქმეზე დაცვის მხარე 20 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, პროკურატურა კი პატიმრობას, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

პროკურორის თქმით, საქმეზე ამოღებულია ორი ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც ერთი გაფორმებული იყო, მეორე კი - არა.

ზურაბ ზვიადაური სამართალდამცველებმა 16 სექტემბერს დააკავეს. 

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს ბრალდება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარუდგინა. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement