
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ბაზაძე, ფესტივალ "თეატრალური იმერეთი 2026“-ის ფარგლებში, სპექტაკლ "განთიადამდე შეჩერებულების“ პრემიერას დაესწრო.
თერჯოლის თეატრალურმა დასმა, თანამედროვეობისთვის აქტუალურ თემაზე, მაია მარუაშვილის პიესა "განთიადამდე შეჩერებულები“, ტატო პატარიძის რეჟისურით წარმოადგინა.
მე-17 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი სპექტაკლი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის და ა(ა)იპ სახელოვნებო განათლების ცენტრის ორგანიზებით, კულტურის სახლში გაიმართა.
ღონისძიებას მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - ჯემალ ისაკაძე, სერგი ჯიხვაშვილი, ფესტივალის ჟიური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 24 ივნისს დაიწყო და 2 ივლისს დასრულდება.
სპექტაკლის "განთიადამდე შეჩერებულების" შემდეგი ჩვენება თერჯოლის კულტურის სახლის დარბაზში, 6 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს