ზვიად ძიძიგური – პარლამენტს არ მივცემთ არავითარ შემთხვევაში ლეგიტიმაციას, რაც ვთქვით, იმის ერთგული დავრჩებით

ავტორი
Front News საქართველო
რამდენიც არ უნდა ვაპროტესტოთ, შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებენ. შემდეგ, მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი ჩანიშნავს თუ არა პარლამენტის პირველ სხდომას, მაინც ჩაინიშნება სხდომა, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
მისივე თქმით, გეგმა, რომელიც გახარიას პარტიას ჰქონდა, კვლავ უცვლელი რჩება.
“ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ეს არის წინააღმდეგობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. პარლამენტს არ მივცემთ არავითარ შემთხვევაში ლეგიტიმაციას. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა – რაც ვთქვით, იმის ერთგული დავრჩებით.
ქუჩაში პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი ეტაპი გვაქვს წინ, მაგალითად, ერთი ეტაპია – რამდენიც არ უნდა ვაპროტესტოთ, შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებენ. შემდეგ, მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი ჩანიშნავს თუ არა პარლამენტის პირველ სხდომას, მაინც ჩაინიშნება სხდომა”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
თაგები:
ზვიად ძიძიგური




