Logo

ზვიად ძიძიგური – რა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ხომ ბლეფია, ეს ხომ “გარეჯი საქართველოას” გამეორებაა

პოლიტიკა
1218
Frontnews image description

ათასობით ქართველი დაიღუპა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და როდესაც ივანიშვილი ბოდიშზე საუბრობდა, მან საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს. ვეტერანებს ეუბნებიან, რომ თქვენ რასაც აკეთებდით ყველაფერი იყო სისულელე. ფაქტობრივად, სულში ჩაფურთხება გამოდის, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნების” მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარი “გარეჯი საქართველოს” თემას ჰგავს.

“არ მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მომავალი 4 წლის განმავლობაში აინტერესებდეთ ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი რამდენად იქნება დაკმაყოფილებული.  საქართველო ამდენი წელია ნატოსა და ევროკავშირისკენ მიდის და ამ დროს, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ არა, ჩვენ რუსეთისკენ უნდა წავიდეთო. ეროვნული მოძრაობა იმით იყო დაწყებული, რომ საბჭოთა კავშირის ორბიტიდან გავსულიყავით, მთელი თაობები იბრძოდა ამისთვის.

ათასობით ქართველი დაიღუპა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და როდესაც ივანიშვილი ბოდიშზე საუბრობდა, მან საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს. ვეტერანებს ეუბნებიან, რომ თქვენ, რასაც აკეთებდით ყველაფერი იყო სისულელე. ფაქტობრივად, სულში ჩაფურთხება გამოდის. რა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ხომ ბლეფია, ეს ხომ “გარეჯი საქართველოას” გამეორებაა”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები