Logo

ზვიად გაბისონია - 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა

პოლიტიკა
61
Frontnews image description

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქალაქ ოზურგეთში გამართავს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე აქტივობები 11:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.

"26 მაისი ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ამ მნიშვნელოვან დღეს გურიის მხარეში, ქალაქ ოზურგეთში განსაკუთრებული პროგრამით ხვდება.

ხვალინდელი ღონისძიებისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს. 11:00 საათიდან სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ რეგიონული უნივერსიტეტებისა და პროფესიული კოლეჯების მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მონაწილეობა კოლეჯების მიერ წარმოდგენილ აქტივობებში, რაც პროფესიული განათლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

გულითადად გეპატიჟებით ყველას ოზურგეთში - ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის მთავარი დღესასწაული”, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები