Logo

ზვიად კორძაძე - დაველოდებით განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს და ის აუცილებლად გასაჩივრდება

პოლიტიკასამართალი
224
Frontnews image description

განაჩენი გასაჩივრდება. ამის მოლოდინი არსებობდა, თუმცა სამართლებრივად ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე დაელოდება განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს.

"ამის მოლოდინი არსებობდა, თუმცა სამართლებრივად ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს, არც საერთოდ გამამტყუნებელ განაჩენს, მით უმეტეს პატიმრობას მაშინ, როდესაც ითვალისწინებდა სხვა სახის სარჩელსაც. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს და ის აუცილებლად გასაჩივრდება. 

6 თვე არის უმცირესი ვადა კანონის მუხლით, ერთ წლამდე არის მუხლი და შუაში აირჩია მოსამართლემ.

ამ მუხლთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა პრეცედენტი.  განაჩენი გასაჩივრდება“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს  მამუკა ხაზარაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო  თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

Advertisement