Logo

ზვიად მჟავანაძეს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

სამართალი
239
Frontnews image description

მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელს ზვიად მჟავანაძეს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

"დღეს, 9 მარტს ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომელს ზვიად მჟავანაძეს საპროტესტო აქციისას ტროტუარზე დგომის გამო სასამართლომ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ეს განაჩენი სამოქალაქო აქტივიზმის და პროტესტის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

ზვიადი საზოგადოების აქტიური მოქალაქეა. მას კარგად ესმის თავისუფალი საზოგადოების ფასი და იბრძვის ამ თავისუფლების დასაცავად.

მედიის განვითარების ფონდი (MDF) სოლიდარობას უცხადებს ზვიადს!" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები