
ავტორი
Front News საქართველო
ფაქტობრივად, ევროკავშირის ბიუროკრატიას ხელიდან გამოვაცალეთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ჩვენთან შანტაჟის ენით ვერ ესაუბრათ. ერთადერთი ვიზალიბერალიზაცია დარჩათ. აქედან გამომდინარე, ვიზალიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილიც შეიტანეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
შალამბერიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდება.
"პასუხისმგებლობის ტვირთი ხელისუფლებაზე თუ გადადის, ხელისუფლების წარმომადგენლებს დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვები უკვე დაუწესდათ და ეს პასუხია. ხელისუფლება თუ პასუხისმგებელია უვიზო მიმოსვლაზე, ხალხი რატომ უნდა დაისაჯოს? – ხელისუფლება საზოგადოების დიდი ნაწილის არჩევანია. ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე თუ ვსაუბრობთ, ერთგვარად, ამ გადმოსახედით თითქოს დაისაჯა, მაგრამ ამაში დასჯას ვერ ვხედავ.
ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტი სამსახურებრივად თუ გვიწევს, რა თქმა უნდა, ვიზას ვიღებთ, ვიზას გვიკეთებენ. აქედან გამომდინარე, შეფერხების გარეშე მივდივართ. ფაქტობრივად, ევროკავშირის ბიუროკრატიას ხელიდან გამოვაცალეთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ჩვენთან შანტაჟის ენით ვერ ესაუბრათ. ერთადერთი ვიზალიბერალიზაცია დარჩათ. აქედან გამომდინარე, იმ ნაბიჯების გადადგმა მოხდა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილიც შეიტანეს. ვფიქრობ, საბოლოოდ, საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდება და უფრო პრაგმატულ პოლიტიკაზე გადავალთ, ვიდრე დღეს ვისმენთ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
თაგები:
ზვიად შალამბერიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს