ბათუმში, კორპუსის ლიფტის შახტში შუახნის მამაკაცი ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვართან კლდის მცირე მასა ჩამოიშალა. როგორც ცნობილია, კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი სატვირთო მანქანას დაეცა, თუმცა არავინ დაშავებულა. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მო...
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხელვაჩაურის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მინდია დიასამიძე, ხელვაჩაურის სოფლების: განახლებისა და ქვედა სამების მოსახლეობას შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში უბედური შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხელოსანს ავტომობილი ე.წ. დომკრატით ჰქონდა აწეული, რა დროსაც მოულოდნელად ჩამოვარდა და მამაკაცი მანქანის ქვეშ მოიყოლა. 33 წლის ახალგაზრდა სასწრაფო დახმარები...
“ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წევრი ვახტანგ თურნავა სოციალურ ქსელ „ლინკდინზე“ სტატუსს აქვეყნებს, სადაც „სქილვილის“ კოლეგებს და პარტნიორებს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. “ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო და მეგობრებო! Skillwill Neo Univ...
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართება. პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მიღწეულ წარმატებებს ქართველ პარასპორტსმენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილ...
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან ორ ადამიანს მეხი დაეცა. შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის დროს, მამაკაცები ტყეში შეშის დასამზადებლად იმ...
კახეთში, წნორში, სარწყავ არხში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ძლიერმა დინებამ გაიტაცა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მარნეულში, სოფელ აზიზაქენდში 55 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სოფელ გაჯისქენდიდან 4 დღის წინ გაუჩინარდა. მამაკაცის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება მოკლული იყოს, თუმცა მიზეზებზე ვერ საუბრობენ. შსს-მ გამოძიება 1...
თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საწვავმზიდი სიმაღლიდან გადავარდა. ადგილობრივების თქმით, საწვავმზიდს ერთ-ერთი კომპანიის ანძისთვის საწვავი გადაჰქონდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.