ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი დაგორდა და ტროტუარზე მყოფი მოზარდი მოიყოლა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სადაც გემი იმყოფებოდა სარემონტო სამუშაოებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ქართველი მეზღვაური დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ...
ისანში, 37-ე ბაგა-ბაღში ხანძარია. შენობიდან ბავშვების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინ არის. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. ხანძრის ქ...
სოფელ ხიბულაში მე-12 კლასელი გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდის გარდაცვალება შესაძლოა, რამდენიმე დღის წინ, ვაშლიჯვრის სამხედრო ბაზაზე, ჯარისკაცის სიკვდილს უკავშირდებოდეს. მომხდარი...
უბედური შემთხვევის შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 3 წლის ბიჭი დაიღუპა. სოფელ არხილოსკალოში, ვეფხვისა და მოყმის მემორიალის ნაწილი მოულოდნელად ჩამოიშალა და მცირეწლოვანს დაეცა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. მომხდარზე დაწყე...
ხელვაჩაურში, სოფელ მახოში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შემთხვევა ე.წ. მახოს ხიდთან მოხდა – მანქანა ხიდიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში სულ 9 ა...
ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომობილი, რომელშიც ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, გადაბრუნდა. დაშავებული არა...
ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, სამივე მათგანი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. “გვაქვს ეჭვი, რომ ვაზისუბანში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, აფეთქება მოხდა ერთ-ერთ ბინაში, სადაც ცხოვრობდ...