ვარკეთილში, ზედა პლატოს მეორე მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავ...
გაბრიელ სალოსის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა. ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნულია, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და გადაყვანილები არიან საავადმყ...
ლაგოდეხში, სოფელ ვარდისუბანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 28 და 35 წლის მამაკაცები “მერსედესის” მარკის ავტომობილით გადადგილდებოდნენ, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შ...
მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი მეუღლე მოკლა, გარდაიცვლა. ინფორმაციას დამწვრობის ცენტრში ადასტურებენ. მკვლელობაში ბრალდებულს 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, მდგომარეობა იყო მძიმე,...
თბილისში ორი წლის ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა. არსებული ინფორმაციით, გოგონა მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება. ძაღლი ბავშვის ოჯახს ეკუთვნის. ახლობლების ინფორმაციით, ის ამ დრომდე აგრესიული არ ყოფილა.
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. 70 წელს გადაცილებული მამაკაცების გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სოკოთი ინტოქსიკაციაა. საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცველებს დიდი რაოდენობით მოხარშული სოკ...
რუსთავში, “აზოტის” ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა და სამი ადამიანი მოიყოლა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. საწარმოში კომენტარს არ აკეთებენ. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება...
გურამიშვილის გამზირზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობუსის მძღოლის გამო მოხდა, რომელიც შეუძლოდ გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სა...
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, მდინარეში ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დაღუპული შუახნის ქალია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. tviveria.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც ალკოჰო...